წითელი ნახევარმთვარის 5 600 000 / 110 000 კონკრეტული სპეციალისტი სამაშველო ოპერაციების წინა ხაზზეა
საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ინფორმაციით, წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელმა ისაუბრა ადამიანურ რესურსებისა და მოხალისეთა ძალების უზარმაზარ პოტენციალზე და განაცხადა, რომ მესამე თავსმოხვეული ომის პერიოდში საზოგადოების მზაობა, ჩაერთონ წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების მოხალისეობრივ სამუშაოებში, მნიშვნელივნად გაზრდილია. მისი თქმით, ამჟამად, საზოგადოებას 5 600 000 მოხალისე ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ ჰუმანიტარულ ღონისძიებებში ქვეყნის მოსახლეობას დახმარება გაუწიონ.
ირანის ისლამური რესპუბლიკის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელმა, დოქტორმა ფირჰოსეინ ქოლივანდმა წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ადამიანური რესურსების უზარმაზარი პოტენციალი სამაშველო ოპერაციების უმნიშვნელოვანეს საყრდენად მიიჩნია. ამასთან, მან განაცხადა, რომ ინსტიტუტს ყოველთვის გააჩნდა 4 მილიონზე მეტი ღირებული და მზადმყოფი ძალა მოხალისეების სახით, რომელთა რაოდენობა მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ხალხის დაუღალავი ძალისხმევის შედეგად 5 600 000-დე გაიზარდა.
მისივე განცხადებით, 110 000-ზე მეტი გადამზადებული და სრულ მზადყოფნაში მყოფი ძალა სამაშველო ოპერაციების წინა ხაზზე იმყოფებოდა, რომელთაგან დაახლოებით 28 000 პროფესიონალი და გადამზადებული მაშველების სახით, უშუალოდ იმყოფებოდა ოპერაციის ადგილზე და სამაშველო მისიებს მაღალი სიზუსტითა და პროფესიონალიზმით ასრულებდა. სხვა დანარჩენი რეზერვში იმყოფებოდა და მოუთმენლად ელოდა მოქმედებაზე გადასვლას, თუმცა ღმერთის შეწევნითა და ოპერაციების ეფექტური მართვის წყალობით, მათი ფართომასშტაბიანი ჩართულობის საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს. ქოლივანდმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად ადამიანური რესურსების 25%-ის მუშაობის, დანარჩენი ძალები სამაგალითო სულისკვეთებით კვლავ მზადყოფნაში რჩებოდნენ. სამაშველო ძალები გამოირჩეოდა თავგანწირვით, სიმამაცითა და სიმტკიცით. ისინი მზად იყვნენ, ხალხსა და რევოლუციური იდეალების სამსახურში მდგარიყვნენ.
დოქტორმა ფირჰოსეინ ქოლივანდმა ასევე დასძინა, რომ სიცოცხლის ბოლო წუთამდე ხალხის გვერდით იდგებიან და ამაყობენ ქვეყნის თითოეული მამაცი და თავდადებული შვილით. მათი მზადყოფნა ეროვნული ღირსების, სოლიდარობისა და სამსახურისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულებაა.