შარიფის უნივერსიტეტზე განხორციელებული თავდასხმის მიუხედავად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირების სისტემა შეუფერხებლა
.
შარიფის უნივერსიტეტზე განხორციელებული თავდასხმის მიუხედავად, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირების სისტემა შეუფერხებლად მუშაობს
შარიფის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჰამედ დაშთიმ, სამშაბათს „ირნას“ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ 6 აპრილს, გამთენიისას ამერიკული და სიონისტური რეჟიმის მიერ შარიფის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე განხორციელებულ აგრესიულ შეტევას შენობის ნაწილობრივი ნგრევა მოჰყვა. დაზიანებულ სექტორებს შორისაა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების ცენტრი(ICTC) და ასევე, მაღალი წარმადობის გამოთვლითი ცენტრი(HPC). საბედნიეროდ, საინფორმაციო მხარდაჭერის წყალობით, მონაცემები არ დაზიანებულა და მხოლოდ გამოთვლის სიმძლავრე დაიკარგა.
ამასთან, გენერალურმა დირექტორმა დასძინა, რომ ეს ცენტრები გამოიყენებოდა მონაცემთა ჰოსტინგისა და მოწინავე ტექნოლოგიებისათვის. ისინი აგრეთვე უზრუნველყოფდნენ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურულ მომსახურებას ისეთ ცენტრებსა და სისტემებში, როგორიცაა „ქომმამედი“ (ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკის დამხმარე მოწყობილობა).
შარიფის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით ისინი აქტიურად მოღვაწეობენ ხელოვნური ინტელექტისა და სამედიცინო, კერძოდ, სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირების სფეროში და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი მათი პროდუქცია ბაზარზე გავიდა. ის ასევე გამოიყენება ირანის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.
ჰამედ დაშთიმ დაგმო მეცნიერებასა და ცოდნაზე თავდასხმა და განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის მოწინავე სერვისებისა და მოდელების სარეზერვო ასლების შექმნა წარმატებით განხორციელდა. ამასთან, წინასწარ გატარებული ღონისძიებების შედეგად, სერვისების მიწოდება არ შეფერხებულა და მომსახურების უწყვეტობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა სრულად ხელმისაწვდომია.
მან ასევე განაცხადა, რომ თავდასხმებმა ამსაქმიანობის ტემპზე გავლენა მოახდინეს, რადგან მკვლევართა მონაცემები და სამეცნიერო კვლევები, სწორედ იმ ადგილას სრულდებოდა და ინახებოდა, რომელიც ამერიკული და სიონისტური რეჟიმის დარტყმების შედეგად დაზიანდა, თუმცა სხვა კომპანიების მასშტაბების გამოყენებით მომავალი ერთი კვირის განმავლობაში საქმინობის განახლება შესაძლებელი იქნება.
ჰამედ დაშთიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი სრული პასუხიმგებლობით მზად არიან, გააგრძელონ სამეცნიერო სფეროში წინსვლა, უზრუნველყონ სამედიცინო ხელოვნური ინტელექტის განვითარება და შეუფერხებლად ემსახურონ ქვეყნის სამეცნიერო და სამედიცინო საზოგადოებას.