30 January 2026
2026/01/20 - 16:23

სიტყვა ქართველ მეზობლებს „ირანიდან ანგარიში“

სიტყვა ქართველ მეზობლებს „ირანიდან ანგარიში“

ირანში ბოლო კვირების მოვლენებმა კიდევ ერთხელ დააყენა საზოგადოებრივი აზრის წინაშე ორი ნაცნობი კითხვა; კითხვები, რომლებიც არა მხოლოდ ირანელთათვის, არამედ ყველა იმ საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომელთაც კრიზისის, გარდამავალი პროცესებისა და სოციალური დაძაბულობის გამოცდილება აქვთ.

პირველი კითხვა ასეთია: სად გადის ზღვარი სამოქალაქო პროტესტსა და პოლიტიკურ ძალადობას შორის და რატომ არის ამ ზღვრის დაცვა ნებისმიერი საზოგადოების ჯანმრთელობისა და მდგრადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?

მეორე კითხვა კი ისაა, თუ რატომ ხდება ასეთ გარდამტეხ მომენტებში, რომ ზოგიერთი გარე აქტორი დიალოგისა და სტაბილურობის განმტკიცების ნაცვლად, დაძაბულობის გამწვავების, არასტაბილურობისა და არაკონსტრუქციული ჩარევის გზას ირჩევს.

ნებისმიერ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არც ერთი ცოცხალი საზოგადოება ვერ შეძლებს წინსვლასა და განვითარებას უკმაყოფილებების გამოხატვისა და მოთხოვნების წამოყენების შესაძლებლობის გარეშე. ამავე დროს, ისტორიული გამოცდილება ირანში, საქართველოში და მსოფლიოს მრავალ კუთხეში გვიჩვენებს, რომ როდესაც პროტესტი სცდება სამოქალაქო ჩარჩოებს და ერთვება ნგრევაში, ძალადობასა თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფრთხეში, მისი პირველი მსხვერპლი თავად საზოგადოება და მისი სოციალური კაპიტალია.

ირანში ბოლოდროინდელი მოვლენების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა შეშფოთება, რომ პროფესიული ჯგუფების სოციალური პროტესტი უნებლიეთ და თანდათან, ირანის ფარგლებს გარედან მომდინარე სოციალური მედიის პროპაგანდის გავლენით, გადაიქცეს სივრცედ, სადაც დიალოგს ძალადობა ჩაანაცვლებს და მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებას ზიანი მიადგება.

ქართული საზოგადოებისთვის ეს მოდელი უცხო არ არის. თქვენი ქვეყნის უახლესმა ისტორიამ აჩვენა, რომ პოლიტიკური ძალადობა და პროტესტის რადიკალიზაცია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას თან ახლავს გეოპოლიტიკური კონკურენცია ან გარე ზეწოლა საფრთხეს უქმნის მდგრად დემოკრატიასა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას. ხშირად ამას არ მოაქვს სხვა შედეგი, გარდა არასტაბილურობისა და საზოგადოებრივი ნდობის ეროზიისა. სწორედ ამიტომ, საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში ლეგიტიმურ პროტესტსა და დესტრუქციულ ძალადობას შორის გამიჯვნა აღიარებული ეროვნული პრინციპია, რომელიც პარტიულ საზღვრებს სცდება.

ამ კონტექსტში ძალადობის უარყოფაზე გაკეთებული აქცენტი არ ნიშნავს ცალმხრივ პოზიციას ან პროტესტის უფლების უარყოფას. ეს, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების დაცვაა: მოქალაქეთა უსაფრთხოების, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების და ერთი ოჯახის ერის შიგნით პრობლემების თანდათანობითი და მშვიდობიანი გადაწყვეტის შესაძლებლობის დაცვა.

მრავალმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ის მიმდინარეობები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ დაძაბულობის გამწვავებასა და ნგრევას მიმართავენ, ხშირად კრიზისის ციკლის გამრავლებას უწყობენ ხელს ციკლისა, საიდან გამოსვლაც ყველასთვის ძვირადღირებულია. ასეთ დესტრუქციულ ქმედებებში ბოროტად გამოიყენება ეროვნული იდენტობის ისტორიული სიმბოლოები და ისეთი ღირებული ნიშნები, როგორიცაა დროშა. ქაოსის მომწყობნი, საზოგადოების წარსული გამოცდილებისა და ხალხის ეროვნული იდენტობის იგნორირებით, მიისწრაფვიან, რომ უცხო ძალებმა ითამაშონ როლი მათ ბედში და აგრესიულმა არმიამ მათ მიწაზე იერიში მიიტანოს. ამ ჯგუფების სოციალური საყრდენი, რომლებიც საკუთარი ცხოვრებით ირანის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ, არის უცხო მხარდაჭერა, ხოლო მათი გავლენის ინსტრუმენტი ემოციების წაქეზება და სამოქალაქო პროტესტის ბოროტად გამოყენება.

მათი პიროვნების კულტი კომიკურ ფორმაში იმეორებს წარსული ეპოქის ტრაგედიას. ეს ფენომენი ახსენებს ევროპაში 19301940 წლებში არსებულ იმ მიმდინარეობებს, რომლებიც ზოგჯერ ნაცისტური გერმანიის თავდასხმას საკუთარ ქვეყანაზე გადარჩენის შესაძლებლობად, პოლიტიკურ წმენდად ან ეროვნული წესრიგის აღდგენად მიიჩნევდნენ. ფრანგი ჟაკ დორიო და მარსელ დეა, ჰოლანდიელი ანტონ მუსერტი, ბერძენი იოანის რალისი, რუმინელი ჰორია სიმა ამ მიდგომის თვალსაჩინო მაგალითები იყვნენ; ადამიანები, რომლებმაც სიკვდილი, ნგრევა და განადგურება მოუტანეს საკუთარ ქვეყანასა და ხალხს.

ირანი, ისევე როგორც საქართველო, ღრმა ისტორიული მეხსიერების მქონე ქვეყანაა. ირანულ კულტურაში როსტომისა და სოჰრაბის უძველესი ამბავი მხოლოდ ეპიკური თხრობა არ არის; ეს არის ტრაგედია, სადაც აჩქარება და გაუგებრობა სძლევს ცნობიერებასა და დიალოგს.

ამ ამბავში არსებობს არაირანული ფაქტორი აფრასיאბი, რომელსაც სურს შიდა ომის გაღვივება მამის (როსტომის) და შვილის (სოჰრაბის) დაპირისპირებით და ირანის განადგურება.

ფერდოუსის ეს თხრობა იმ ადამიანის, რომელმაც შთააგონა შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანში საუკუნეების განმავლობაში კულტურულ გაფრთხილებად გვახსენებს, რომ ძალადობა, როდესაც იგი გონებასა და დიალოგს ჩაანაცვლებს, შეიძლება შეუქცევად შედეგებამდე მიიყვანოს.

ეს წერილი არ არის განსჯის მცდელობა; იგი ანგარიშია ქართველი მეზობლებისთვის. საუბარი ირანზე, თუ ის კონსტრუქციული უნდა იყოს, შეიძლება დაეფუძნოს საერთო პრინციპებს: ძალადობის უარყოფას, სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვას, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას და მკაფიო ზღვრის შენარჩუნებას სამოქალაქო პროტესტსა და დესტრუქციულ ქმედებებს შორის.

ეს პრინციპები არც აღმოსავლურია და არც დასავლური; არც სამთავრობო და არც ოპოზიციური. ისინი ნებისმიერი საზოგადოების მინიმალური წესებია, რომელსაც სურს საკუთარი განსხვავებების გადაწყვეტა ქაოსსა და არასტაბილურობაში ჩაძირვის გარეშე.

როგორც ჩემი ქვეყნის ელჩი საქართველოში, ვთვლი, რომ ჩვენი ერები ორივენი ისტორიის გზაჯვარედინზე ცხოვრობდნენ და კარგად იციან: არასტაბილურობა იოლად იწყება, მაგრამ მისი დასრულება არასოდეს არის მარტივი.

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است