23 April 2026
2026/04/23 - 13:18

საჰაერო თავდასხმა რომელმაც ხელი ვერ შეუშალა ირანელი მოჭიდავეების ასპარეზობას

.

 

საჰაერო თავდასხმა, რომელმაც ხელი ვერ შეუშალა ირანელი მოჭიდავეების ასპარეზობას

Sportstar-ის ინფორმაციით, საომარი პირობების და სპორტული მოედნების დაბომბვის მიუხედავად, ირანმა თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშ აზიის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.

Sportstar-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიი თანახმად საომარი ვითარების მიუხედავა  ირანელმ მოჭიდავეებმა რამდენიმე ოქროს მედალი მოიპოვეს.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ამირჰოსეი ზარეზე. მან 125 კგ. წონით კატეგორიაში ბაჰრეინელი შამილ შარიფოვის 4:0 დამარცხები შემდეგ განაცხადა: „ეს ოქროს მედალი ჩემთვის ყველაზე ემოციური ჯილდოა. მიუხედავა ირანში არსებული რთული მდგომარეობისა, მე შევძელი ამ მედლის მოპოვება. ჩვენ ვამაყობ ჩვენი ქვეყნით, და ეს სიამაყე ნაციონალიზმის განცდას გვიძლიერებს.  ჩემთვის დროშის აღმართვა მინიმუმია, რაც შემიძლი ჩემი ქვეყნისთვის გავაკეთო.“

მან ასევე დასძინა: „ ჩემი აზრით ქვეყან სწორად მოიქცა და მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს სათანადოდ უპასუხა. მე ა მსურს, რომ ჩემმა სამშობლომ დაკარგოს ერთი ციდა მიწაც კი, პირიქით, მინდა ჩემი ქვეყნი საზღვრები დაცული იყოს. ირანი ამ ომში გამარჯვებული იქნება.“

ამერიკისა და ისრაელის თავდასხმებმა მარტი დასაწყისში ათასობით მსხვერპლი და მთელი ირანის მასშტაბით ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიან ნგრევა გამოიწვია. ამას ვერც ირანის ჭიდაობის საზოგადოება გადაურჩა. აზიის ჩემპიონატამდ ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი შეკრება, რომელიც თავდაპირველად თეირანში უნდა ჩატარებულიყო, ირანის დედაქალაქის ინტენსიური დაბომბვის შემდეგ, მაზანდარანში, კასპიის ზღვის სანაპიროზ გადაიტანეს. დაბომბვების განადგურდა ასევე თეირანში მდებარე აზადის დახურული სტადიონი.

ირანის თავისუფალი ჭიდაობის ეროვნულ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფეჟმან დოროსთქარი ეხმიანება არსებულ სიტუაციას და აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენების პარალელურად მართლაც რთული იყო წვრთნების ჩატარება.

متن دیدگاه
نظرات کاربران
تاکنون نظری ثبت نشده است